მიმდინარე წელს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, იწყებს ახალ პროექტს „აიღე მოსავალი“

In 2019, the Ministry of Environment Protection and Agriculture of Georgia has started a new project, “Take the Harvest,” which will co-finance farmers to acquire agricultural technologies related to crop harvesting.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, მიმდინარე წელს იწყებს ახალ პროექტს „აიღე მოსავალი“, რომლის გათვალისწინებითაც პროექტის მონაწილეები სახელმწიფო თანადაფინანსებით შეძლებენ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შეძენასა და გამოყენებას.

მიმდინარე წლის სახელმწიფო საბიუჯეტო გათვლები, ითვალისწინებს ზემოთაღნიშნული სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შეძენისას ღირებულების 50%-ის თანადაფინანსებას, რომელიც თავის მხრივ არ უნდა აღემატებოდეს 150 000 ლარს. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადების თანახმად პროექტში მონაწილეობა შეეძლებათ როგორც ინდივიდუალურ მეწარმე/ფერმერებს, ასევე იურიდიულ პირებსა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეეძლებათ პროექტში მონაწილეობა თუ მათ მიმდინარე საქმიანობაში სახელმწიფო წილი არ მოიაზრება. ზემოთაღნიშნული მიმდინარე წლის სახელმწიფო საბიუჯეტო გათვლები პროექტის განხორციელებაზე ითვალისწინებს 4 მილიონ ლარს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ გიორგი ხანიაშვილმა აღნიშნა რომ, აღნიშნული თანადაფინანსება შეეხებ ნებისმიერი სახის მოსავლის აღებისათვის საჭირო სასოფლო-სამეურნეო დანადგარებს.
აღნიშნული პროექტის ავტორები აცხადებენ, რომ თანადაფინანსება მნიშვნელოვნად შეუმსუბუქებს ფინანსურ ტვირთს პროექტის ნებისმიერ მონაწილეს და საქართველოს აგრო-ეკონომიკაში მნიშვნელოვან ძვრებს გამოიწვევს.

წყარო: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
წყარო: www.bpn.ge.