საგრანტო კონკურსი თხილის მეურნეობის განსავითარებლად


The Georgia Hazelnut Improvement Project (G-HIP) has announced a grant competition for people working in the agriculture sector. Interested persons can obtain a grant which provides partial funding for the development of hazelnut drying and storage facilities.

The G-HIP project was implemented by USAID, Ferrero, and CNFA. Its goal is to increase nut quality, competitiveness and export, improve social-economic conditions of the population.

საქართველოს თხილის სექტორის განვითარების პროექტი (G-HIP) სოფლის მეურნეობის სფეროში მოღვაწე პირებისთვის საგრანტო კონკურსს აცხადებს.დაინტერესებულ პირებს საშუალება აქვთ ჩაერთონ საგრანტო კონკურსში, მოიპოვონ დაფინანსება და განავითარონ თხილის მეურნეობა. G-HIP-ის პროექტიUSAID-ის, Ferrero-სა და CNFA-ის ერთობლივი ინიციტივის განხორციელების შედეგია. მისი მიზანია, საქართველოში თხილის ხარისხის, კონკურენტუნარიანობისადა ექსპორტის გაზრდა, მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება.

თხილის მწარმოებლებს HDS მეურნეობის დანერგვით შეუძლიათ, შეინარჩუნონ თხილის გულის ხარისხი და აღმოფხვრან დანაკარგები მოსავლის აღებისას. ამმიზნის მისაღწევად, G-HIP იწყებს გრანტების გაცემას, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში თხილის გამრჩევი, საშრობი და შემნახველი მეურნეობის(HDS) განვითარებას.

HDS მეურნეობების ღირებულება 300 ათასიდან – 350 ათას დოლარამდე მერყეობს. G-HIP-ის მიერ გაცემული გრანტების მაქსიმალური ოდენობა 50 ათასიდოლარია. ამასთან, შესაძლებელია დამატებითი გრანტების მოძიება ფერეროსგან მაქსიმალური 50 ათასი ევროს ოდენობით.

რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეთ გრანტის მისაღებად?

გრანტის მაძიებელი საჭიროა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:

  • დარეგისტრირებული იყოს როგორც მოგებაზე ორიენტირებული კერძო სამართლის იურიდიული ან გადასახადის გადამხდელი ფიზიკური პირი;
  • წარმოადგინოს ფინანსური შესაძლებლობების გარანტიები, რითაც დაადასტურებს, რომ შეძლებს თანამონაწილეობის თანხის უზრუნველყოფას;
  • წარმოადგინოს HDS საწარმოს მშენებლობისა და შემდგომი ფუნქციონირების სტრატეგია;
  • ჰქონდეს ინვესტირების შესაძლებლობა და უზრუნველყოს თანადაფინანსების წილის მობილიზება;
  • უზრუნველყოს საწარმოს შესაბამისობა გარემოსდაცვით მოთხოვნებთან.

G-HIP იმ პროექტებს მიანიჭებს უპირატესობას, რომლებსაც მეტი ბენეფიციარი ეყოლება და მიზნად დაისახავს სოციალურად დაუცველი მოსახლეობისმდგომარეობის გაუმჯობესებას ან შექმნის მნიშვნელოვანი რაოდენობის ახალ სამუშაო ადგილებს.

წარმოდგენილი განცხადებები შეფასდება სხვადასხვა კრიტერიუმის მიხედვით. მათ შორის: მიმდინარე საქმიანობა, შესაძლებლობა და გამოცდილება – 40 ქულა;პროექტის მოსალოდნელი შედეგები – 30 ქულა; პროექტის მიზანი და ბიზნეს სტრატეგია – 30 ქულა.

საგრანტო განაცხადების მიღება უკვე დაწყებულია და 22 ივნისამდე გაგრძელდება.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებს განაცხადის გაგზავნა შეუძლიათ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: info@gerogiahip.org