„ერთიანი აგროპროექტი“ ბიო სერთიფიცირების თანხებს 40%-ით დააფინანსებს

Program of Agro-production Promotion
The Program is initiated by the Ministry of Environment Protection and Agriculture of Georgia is developed under the “United Agroproject” framework of NNLE “Agricultural Projects Management Agency” (APMA). The Co-financing provided within the framework of Agency is an amount of 40% interest from the total value of the Project presented, while the co-financing of beneficiary amounts to 60%; the co-financing provided to smallholder farmers shall be determined in no more than USD 15,000 equivalent in GEL. And for agricultural cooperatives, where 70% of members hold as a share 0.1–10 ha of an agricultural land, not less than USD 150,000 equivalent in GEL.

სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში უკვე შესაძლებელი გახდა ბიო სერთიფიცირების თანხის 40%-იანი დაფინანსება. ინდივიდუალურ ფერმერებს ან კომერციულ პირებს საშუალება აქვთ მიიღოთ დაფინანსება 15 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში, ხოლო სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს, არაუმეტეს 150 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში. სააგენტო თანადაფინანსების გაცემისას ითვალისწინებს კოოპერატივების წევრების რაოდენობას. წევრზე შესაძლებელია არაუმეტეს 15 000 აშშ დოლარის მიღება, ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში.

პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს პირველადი წარმოების პროდუქტის ხარისხისა და მოსავლიანობის ზრდას, არსებული ბაღების პოტენციალის გამოყენებას, აგროსაწარმოების გაფართოებასა და მოდერნიზაციას, საერთაშორისო სტანდარტებისა და ტექნოლოგიების დანერგვას. პროგრამა ხორციელდება საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტსა და თვითმმართველ ქალაქში, თბილისის, რუსთავის, ქუთაისისა და ფოთის გარდა.

რა მიზნობრიობით შეძლებთ დაფინანსების მიღებას?

პირველადი წარმოების კომპონენტში თანადაფინანსების მიღებას შეძლებთ:

  • არსებული ან/და ახალის ბაღების განახლება, გაშენებისთვის;
  • სასათბურე მეურნეობების მოწყობა/განახლებისთვის;
  • სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა-აღჭურვილობის შესაძენად;
  • თაფლის წარმოების გასაშენებლად, დანადგარების შესაძენად;
  • ყინვისგან დამცავი სისტემების შესაძენად;
  • სეტყვისგან დამცავი ბედეებით უზრუნველსაყოფად.

რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეთ პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად?

პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა იყოთ საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირი, ინდივიდუალური მეწარმე ან კომერციული იურიდიული პირი. სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის ფართობი ერთ პირზე უნდა შეადგენდეს 0,1-დან 10 ჰა-ს ან გქონდეთ იჯარით მიღებული მიწის ფართობი. სარწყავი სისტემის მოწყობის მიზნით თანხის მისაღებად საჭიროა გქონდეთ წვდომა სარწყავ წყალთან.

რა დოკუმენტაცია უნდა წარადგინოთ თანადაფინანსების მისღებად?

  • პირადობის მოწმობის ასლი;
  • ცნობა მიწის დამუშავების ან/და სარწყავი წყლის წვდომის შესახებ;
  • ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან;
  • მიწის ნაკვეთის საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი ან იჯარის ხელშეკრულება;
  • ცნობა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსის შესახებ;
  • თანამონაწილეობის თანხის წყაროს ცნობა და საბანკო რეკვიზიტები.

პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად შეგიძლიათ დაუკავშირდეთ სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს:
მისამართი — ახმეტელის 10 ა
ვებგვერდი — http://apma.ge/main
ტელეფონი — 032 2470101