რა უპირატესობას მიიღებენ ფერმერები Global Gap-ის დანერგვით

Global Gap is the worldwide standard. The implementation of this standard is essential for those who are exporting products. Especially in the EU market.

With the implementing of Global Gap, farmers have the opportunity to get more benefits. Increase proficency of product. Improve product development efficiency.

Global Gap საერთაშორისო სტანდარტია, რომელსაც ნერგავენ პირველადი მწარმოებლები. ეს იქნება ხილის, ბოსტნეულის თუ სხვა კულტურების მწარმოებლები. აღნიშნული სტანდარტის დანერგვა აუცილებელია მათთვის, ვინც აპირებს პროდუქტის გატანას ექსპორტზე. განსაკუთრებით კი ევროკავშირის ბაზარზე.

Global Gap-ის დანერგვით ფერმერებს საშუალება აქვთ მიიღონ მეტი სარგებელი. მართალია, მის დანერგვას თან ახლავს ხარჯიც, მაგრამ გაცილებით მეტია უპირატესობა:

  • ზრდის წარმოების ეფექტიანობას;
  • ზრდის პროდუქტიულობას;
  • იწარმოება სურსათის უვნებლობასთან შესაბამისი პროდუქცია;
  • შესაძლებელია ბაზრის გაფართოვება და პროდუქტის ექსპორტზე გატანა.

7 ივნისს, საქართველოში პირველად გაიმართა Global Gap-ის კონფერენცია, რომელიც დააფინანსა ჰოლანდიის საელჩოს წარმომადგენლობამ საქართველოში და განახორციელა ორგანიზაცია GDCI-მა. ამასთან, ორგანიზატორი იყო Global Gap-ის სამდივნო, რომელიც სპეციალურად ჩამოვიდა საქართველოში, რათა მონაწილეობა მიეღო კონფერენციაში.

კონფერენციაში მონაწილეობას იღებდნენ სხვადასხვა კომპანიები, რომლებმაც უკვე დანერგეს Global Gap და თავისი გამოცდილება გაუზიარეს მონაწილეებს. ასევე, მონაწილეობა მიიღო ორგანიზაცია ტრაქტორმა traktor.ge. ორგანიზაცია საშუალებას აძლევს ფერმერებს ისარგებლონ სპეციალურად მათთვის შექმნილი პირველი ვებგვერდითა და აპლიკაციით, მიიღონ სასარგებლო რჩევები და განავითარონ სოფლის მეურნეობა. აღნიშნულ სტანდარტებთან დაკავშირებით ტრაქტორმა შექმნა ვიდეო გაკვეთილები და გადაამზადა 90-მდე ფერმერი.