რას უნდა ველოდოთ დამატებითი ღირებულების გადასახადისაგან განთავისუფლებულ რძის პროდუქტების წარმოებისაგან?

საქართველოს ახლმა პრემიერმა მამუკა ბახტაძემ წარმოადგენა ახალი ინიციატივა გაანთავისუფლოს ნატურალური რძის პროდუქტების წარმოება დამატებითი ღირებულების გადასახადისგან. ბახტაძემ პარლამენტში გამოსვლისას, როგორც პრემიერობის კანდიდატმა, აღნიშნა რომ არსებობს ასიმეტრიული რეგისტრაციები რომლებიც აფერხებს აგრო-კულტურის განვითარებას.

“ჩვენ ვთავაზობთ გავათავისუფლოთ არამხოლოდ რძის წარმოება დღგ-გან არამედ ყველა რძის ნაწარმის დამზადება” აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.

აღნიშნული რეფორმი ფერმერებს საშუალებას მისცემს დააგროვონ მეტი შემოსავალი. ამავდროულად ფერმერებს საშუალება მიეცემათ გაყიდონ ნატურალური რძე გაცილებით მაღალ ფასად და ბუნებრივი რძის ეს ჭარბი წარმოება დააკმაყოფილებს ის საწარმოების მოთხოვნილებებს, რომელიც რძის ფხვნილის მაგივრად იყენებენ 100%-ით იმპორტირებულ ნატურალურ რძეს პროდუქტების დასამზადებლად.

“კავკასიის ბიზნეს კვირა” (CBW) დაინტერესდა რას ფიქრობენ ამასთან დაკავშირებით დარგის სპეციალისტები და კერძო სექტორის წარმომადგენლები ამ ინიციატივასთან დაკავშირებით და რა შედეგს უნდა ველოდოთ ახალი ინიციატივისგან.

აღნიშნული გადაწყვეტილება არ გამოიწვევს რძის ნაწარმის გაძვირებას და შიდა წარმოების პროდუქტები გახდება გაცილებით კონკურენტუნარიანი იმპორტირებულთან შედარებით.

კომპანია “სანტეს” ხელმძღვანელი ერეკლე გამრეკელიძე ამბობს, რომ ქვეყნის შიგნით წარმოება რძის ნაწარმის სახვადასხვა განხრით გახდება უფრო საინტერესო დღგ-ის გაუქმებასთან ერთად.

ფერმერებთან ასოციაციის ხელმძღვანელი ნინო ზამბახიძე ეთანხმება ერეკლე გამრეკელიძის პოზიციას და ამბობს, რომ პირველ რიგში ეს ინიციატივა გამოიწვევს სასაქონლო მეურნეობის განვითარებას და ამავდროულად ეს რეფორმა არ გამოიწვევს რძის ნაწარმის ფასის ზრდას.

მე მივესალმები ამ ინიციატივას რადგან წარმოდგენილ სფეროში არსებობს სირთულეები რომლებიც უნდა იქნეს გადალახული. გარდა ამისა, რომ დღგ-ის გაუქმება გამოიცვეს ამ სექტორის განვითარებას ამავდროულად მოსახლებოში ჯანსაღი პროდუქციის გატანა კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია. აცხადება მომავალის ფერმერთა ასოციაციის ხელმძღვანელი რუსუდან გიგაშვილი.

“Geostat”-ის მიხედვით საქართველოში სტატისტიკური მონაცემებეთ 2018 წლის პირველ კვარტალში ნატურალური რძის ნაწარმოება შემცირდა 1.4 %-ით 2017 შედარებით და გახდა 98.3 მილიონი ლიტრი.