აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საკითხებზე კონფერენცია გაიმართება

Ministry of Environment Protection and Agriculture is organizing conference in Tbilisi on “Brown Marmorated Stink Bug (BMSB) – International Scientific Experience, Challenges and Solutions”, on March 4 to 8, 2018. The purpose of the conference is to contribute to the development of partner relations between Georgian and US scientists in the area of monitoring and management of BSMB by means of sharing scientific knowledge and experience. In the course of the event, leading US scientists shall present latest advancements, research results and potential new technology-based approaches to accomplishing the overall objective. This event will also provide an opportunity for Georgian scientists and professionals from Caucasus region to share their visions on this global challenge and receive feedbacks/comments/ recommendations in response to their topics of interest.

აზიური ფაროსანის გავრცელების არეალი ფართოა. მწერი თითქმის ყველგან გვხვდება; საცხოვრებელი სახლები, სასოფლო-სამეურნეო კულტურის გაშენების ადგილები. ზიანი იმდენად დიდია, რომ მის წინააღმდეგ ბრძოლა საზღვრებსაც გასცდა. საქართველოს მთავრობა აქტიურად თანამშრომლობს ამერიკასთან, რათა გაეცნოს მათ მიღწევებს ფაროსანასთან ბრძოლის საკითხებში და დანერგოს ქვეყანაში უახლესი ტექნოლოგიები ამ კუთხით.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროების ორგანიზებით საქართველოში 4-8 მარტს კონფერენცია „აზიური ფაროსანა — საერთაშორისო სამეცნიერო გამოცდილება, გამოწვევები და გადაჭრის გზები“ გაიმართება. კონფერენციის ფარგლებში საქართველოს ეწვევა ამერიკელ მეცნიერთა ჯგუფი. მათ შორის ცნობილი ენტომოლოგი Greg Krawczyk, პენსილვანიის უნივერსიტეტიდან. ისინი სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად იმუშვებენ ფაროსანის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხზე. კონფერენციაზე მოწვეულნი არიან მეზობელი ქვეყნების წარმომადგენლები. სომხეთის, თურქეთის, რუსეთის, აზერბაიჯანის სოფლის მეურნეობის მინისტრები.

კონფერენციის მიზანია ხელი შეუწყოს ქართველ და ამერიკელ მეცნიერებს თანამშრომლობის განვითარებაში, რაც გულისხმობს სამეცნიერო ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საკითხებში. კონფერენციის ფარგლებში, წამყვანი ამერიკელი მეცნიერები წარმოადგენენ უახლესი კვლევის შედეგებს და ტექნოლოგიურ მიღწევებს. კონფერენცია შესაძლობას მისცემს ქართველ მეცნიერებს კავკასიის რეგიონიდან გაუზიანონ თავისი ხედვა საერთაშორისო საზოგადოებას და მიიღონ შესაბამისი რეკომენდაციები.